top of page
  • Black Facebook Icon
  • Black Instagram Icon
  • Black Yelp Icon



ძალადობა ჟურნალისტებზე - რისი ეშინია ხელისუფლებას

ალექსანდრე ქეშელაშვილი 16 აპრილს ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციას აშუქებდა, როცა ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს. ჟურნალისტი იხსენებს, რომ სამართალდამცავები აგრესიულები იყვნენ და ცდილობდნენ მისთვის და მისი კოლეგებისთვის მუშაობაში ხელი შეეშალათ. 

მას შემდეგ, რაც ქეშელაშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა, ის გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე სისხლის სამართლის 333-ე მუხლით აღიძრა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ალექსანდრეს თქმით, გამოძიების დაწყების მიუხედავად, საქმეზე ხელშესახები შედეგი არ ჩანს. 

ABOUT
ბასხაჯაური.jpg

aprili media

გიორგი.jpg

ქეშელაშვილის მსგავსად, აქციაზე სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არაერთი გამოცემის თანამშრომელი გახდა. 16-17 აპრილს გამართული აქციის დროს სპეცრაზმელებმა ასევე სცემეს “ტაბულას” ჟურნალისტი, გიორგი ბადრიძე და “აპრილი მედიას” ჟურნალისტი, გიორგი ბასხაჯაური. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს, გიორგი ჟამერაშვილს, 14 მაისს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა. 

მედიაომბუდსმენის განცხადებით, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ სხვა არაერთი ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა.

რადიო თავისუფლება

“28 აპრილიდან - 01 მაისამდე პერიოდში

სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორს ნიკო კოკაიას;

სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა “პუბლიკას” ჟურნალისტებს ლიკა ზაკაშვილს და მამუკა მგალობლიშვილს;

სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტებს და ოპერატორებს: ნანუკა ქაჯაიას და დავით ბერაძეს. ასევე ეშლებოდათ ხელი საქმიანობაში გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს;

სპეცრაზმელებმა სცემეს ონლაინგამოცემა “აი, ფაქტის” ჟურნალისტი რობი ზარიძე; 

თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა CNews Exclusive-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიიძე”, - ნათქვამია მედიაომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კოკაია.jpg

ნიკო კოკაია

ქაჯაია.jpg
ზაკაშვილი.jpg

ფორმულა

ფორმულა

ფორმულა

REG info

ზარეიძე.png

ფორმულა

gelxvize.png

infoimereti

ABOUT
პოლიცია.jpg

netgazeti.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაზაფხულზე მიმდინარე აქციებზე სამართალდამცავების მიერ ძალის გამოყენების საპასუხოდ განაცხადა, რომ “ძალადობა შობს ძალადობას”. მან პოლიციელებს  მადლობას გადაუხადა და თქვა, რომ „მასშტაბური ძალადობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, მათ შეძლებისდაგვარად ეფექტიანად მოახერხეს ძალადობის აღკვეთა“.

აქციებზე დაზარალებული ჟურნალისტების უფლებებს, სხვა ორგანიზაციებთან ერთად,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საიას ადამიანის უფლებათა პროგრამის ანალიტიკოსი იოსებ ედიშერაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებში ჟურნალისტებზე ძალადობის და აგრესიის შემთხვევები მზარდია. იურისტის თქმით, მსგავს შემთხვევებში გამოძიება ეფექტური არ არის, რაც ახალისებს ძალადობას და აჩენს დაუსჯელობის სინდრომს.

გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისკენ მოუწოდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, რომელმაც მშვიდობიან აქციაზე სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე შეშფოთება გამოთქვა. 

ABOUT
RSSGDHSD.png

wiki2.org

აქციებზე ჟურნალისტებზე თავდასხმების რაოდენობის ზრდაზე მიუთითა მედიის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF).

საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს 2021 წელს მიუახლოვდა, როცა 5 და 6 ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური ძალადობა დაფიქსირდა.

საქართველოს პრემიერმინისტრი მომხდარს ასე გამოეხმაურა: 

“ამას სჭირდება, ბუნებრივია, ჩაღრმავება და სათანადო ყურადღება, მაგრამ, ერთ რამეშია აქ საქმე - როდესაც ამბობენ 53 შემთხვევას, საზოგადოებას ექმნება ისეთი წარმოდგენა, თითქოს 53 ჟურნალისტი არის მძიმედ დაშავებული. მძიმედ დაშავებულია 6 ჟურნალისტი”, – თქვა კობახიძემ. 

კობახიძე.webp

interpressnews

საიიაიაიაი.webp

interpressnews

ევროპარლამენტი.jpg

on.ge

ამ მოვლენებიდან 3 წელი გავიდა, თუმცა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული.

ხელისუფლებას მომხდარის ეფექტიანი გამოძიებისკენ ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ასევე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა და ევროპარლამენტმაც მოუწოდეს. მათ შორის, 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს.

 ავტორი:მარიამ კახაძე

2024 წელი

bottom of page